სომხეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელი - აზერბაიჯანს, თურქეთს და რუსეთს ჩვენგან „ზანგეზურის დერეფანი“ უნდათ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ არას
სომხეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელი - აზერბაიჯანს, თურქეთს და რუსეთს ჩვენგან „ზანგეზურის დერეფანი“ უნდათ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ არას

აზერბაიჯანს, თურქეთს და რუსეთს ჩვენგან „ზანგეზურის დერეფანი“ უნდათ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ არას, – ამის შესახებ სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა, გაგიკ მელქონიანმა განაცხადა.

სომეხი დეპუტატის თქმით, აზერბაიჯანელების მთავარი მოთხოვნა სომხეთთან არის „ზანგეზურის დერეფანი“, რასაც სომხეთისგან რუსეთიც ითხოვს, რომელზეც კონტროლი რუსეთის სასაზღვრო ჯარებმა უნდა განახორციელონ.

გაგიკ მელქონიანის განცხადებით, ერევანი თანხმდება გზების გახსნას, მაგრამ გზები სომხეთის კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ისინი არ გაიხსნება. მაგრამ რუსები, თურქები, აზერბაიჯანელები ამბობენ: არა, თქვენ ვერ გააკონტროლებთ. ერდოღანმა, როცა ჯერ კიდევ არ იყო არჩეული, ნახიჩევანში თქვა: „ჩვენ არ გვჭირდება ეს გზა, გზას ირანის გავლით გავივლით. სომხები ინანებენ, რომ ეს გზა არ გახსნეს“. არჩევნების შემდეგ კი ისევ ამბობენ, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ სჭირდებათ. ისინი თამაშობენ დიპლომატიას და ჩვენ ვამბობთ: არა და მორჩა“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის წევრმა.