სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის ოთხი სოფლის გადაცემის საწინააღმდეგო აქციას  სამართალდამცვლებთან დაპირისპირება მოჰყვა
სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის ოთხი სოფლის გადაცემის საწინააღმდეგო აქციას სამართალდამცვლებთან დაპირისპირება მოჰყვა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 28 სასაზღვრო ბოძი განთავსდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე კოორდინატების გარკვევის სამუშაოების ფარგლებში ჩატარდა. როგორც მედია წერს, ეს არის დაგეგმილი სამუშაოების დაახლოებით 35 პროცენტი და ორი სახელმწიფოს ექსპერტთა ჯგუფების მუშაობა გრძელდება.

ამასთან, აზერბაიჯანისთვის სოფლების გადაცემას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. მოსახლეობამ სოფელ კირანცში საავტომობილო გზა გადაკეტა. საპროტესტო გამოსვლა სამართალდამცვლებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლებმაც გზის გახსნა სცადეს. ადგილობრივებმა ალყაში მოაქციეს ერთ-ერთი ავტომობილი, რომელშიც, მათი მტკიცებით, ის ამზომველები იმყოფებოდნენ, რომლებმაც კარტოგრაფიული სამუშაოები უნდა განახორციელონ. სომეხმა სამართალდამცველებმა ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს.