სომხეთის ჯანდაცვის უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანის დაცვის წევრის კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვი არავის მიუტანია
სომხეთის ჯანდაცვის უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანის დაცვის წევრის კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვი არავის მიუტანია

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დაცვის წევრის კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვი არავის მიუტანია. სომხური გამოცემები ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელზე, ალინა ნიკაგოსიანზე დაყრდნობით წერენ.

ნიკაგოსიანი „ფეისბუქში“ წერს, რომ ფაშინიანის დაცვის წარმომადგენელი შეუძლოდ იყო, გამოკვლევები ჩაუტარდა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

სომხური მედიის ცნობით, რამდენიმე ქართულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანის დაცვის წევრს მომატებული ტემპერატურა ჰქონდა, რაც კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი.