სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს წითელას ვაქცინის 30 000 დოზა გადაეცემა
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს წითელას ვაქცინის 30 000 დოზა გადაეცემა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ თოროსიანი აცხადებს, რომ საქართველოს წითელას ვაქცინის 30 000 დოზა გადაეცემა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

„საქართველოს დასახმარებლად, ჩემი ბრძანებით, მათ მიეცემათ 30.000 დოზა წითელას ვაქცინა, რადგან ჩვენი მეზობელი ქვეყანა უფრო ეფექტიანად და სწრაფად ებრძოლოს წითელას ეპიდემიას, რადგან როგორც იცით, დაავადებებს საზღვრები ვერ აკავებენ.

გუშინ მე ვესაუბრე ჩემ ქართველ კოლეგას, დავით სერგეენკოს საქართველოში წითელას შემთხვევების შესახებ. მან მითხრა, რომ 1028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ძირითადად იმასთან არის დაკავშირებული, რომ 90-იან წლებში ბავშვებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ უტარდებოდათ. მე ასევე შევიტყვე, რომ საქართველოში განხორციელებული ანტიეპიდემიური ღონისძიებების გამო, დღეში დაფიქსირებული 50-60 შემთხვევა შემცირდა 35-მდე.

საბედნიეროდ, სომხეთში წითელას ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა 2007 წელს, ჩვენს ქვეყანაში წითელას ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო. მოვუწოდებ საზოგადოებას, ჩაიტარონ ყველა ვაქცინაცია, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის მიერ, ხოლო გართულების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს“, – წერს მინისტრი.