სომხეთის გენშტაბის ხელძღვანელი - სომხური ჯარი ჭრილობებისგან გამოჯანმრთელდება და მტერს თავისი მუშტის ძალას აჩვენებს
სომხეთის გენშტაბის ხელძღვანელი - სომხური ჯარი ჭრილობებისგან გამოჯანმრთელდება და მტერს თავისი მუშტის ძალას აჩვენებს

სომხური ჯარი ჭრილობებისგან გამოჯანმრთელდება და მტერს თავისი მუშტის ძალას აჩვენებს, – ამის შესახებ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, ონიკ გასპარიანმა განაცხადა.

სამხედრო მაღალჩინოსანმა ქვეყნის არმიის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სომხეთის არმიამ 2020 წლის 27 სექტემბერს გამოწვევა მიიღო, 44 დღის განმავლობაში გმირულად იბრძოდა ბევრად ძლიერი მტრის წინაღმდეგ და მას დიდი ზარალი მიაყენა.

„რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ ვაგრძელებთ სამშობლოს დაცვის წმინდა საქმეს, ახალ ხაზებზე საბრძოლო მოვალეობის ორგანიზებას, ჯარის საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად ეფექტური ზომების მიღებას. დარწმუნებული ვარ, რომ 2021-ში გაიხსნება ახალი გვერდი ჯარის საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. გარწმუნებთ იმედგაცრუებულებს, რომლებმაც დაკარგეს ნდობა ჩვენ მიმართ, რომლებიც გვაკრიტიკებენ და ზოგჯერ ღიად გვლანძღავენ, რომ სომხური არმია სწრაფად გამოჯანმრთელდება ჭრილობებისგან და მტერს თავისი მუშტის  ძალას აჩვენებს“, – აცხადებს ონიკ გასპარიანი.

დატოვე კომენტარი