სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდება.

აღკვეთის ღონისძიების სახით წარუკიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალა.