სომხეთის განვითარების გზების განსახილველად 5 აპრილს ნიკოლ ფაშინიანი ურსულა ფონ დერ ლაიენს და ენტონი ბლინკენს შეხვდება
სომხეთის განვითარების გზების განსახილველად 5 აპრილს ნიკოლ ფაშინიანი ურსულა ფონ დერ ლაიენს და ენტონი ბლინკენს შეხვდება

სომხეთის განვითარების გზების განსახილველად 5 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება.

სომხური მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე სამმხრივი თანამშრომლობის გზებს განიხილავენ.

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებით, შეხვედრა ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაზრდას და ამის შესახებ უფრო დეტალურად საუბარი უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.

2023 წლის 5 ოქტომბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გრანადაში შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის მხარდასაჭერად ევროკავშირი-აშშ-ის ერთობლივი ღონისძიების მომზადების შესახებ ისაუბრა.