სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება უნდა ჩამოერთვას
სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება უნდა ჩამოერთვას

სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება უნდა ჩამოერთვას. ამის შესახებ არაიკ არუთუნიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„დღეს მე გადავწყვიტე, მიმემართა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოსთვის, რათა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას“, – წერს სომხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის მხრიდან აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო მიიღო.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის. მისივე თქმით, ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება მშვიდად იცხოვრონ.