სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს
სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს

სომხეთში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან უნდა გადადგეს, – ამის შესახებ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, არტურ ვანეციანმა განაცხადა.

არტურ ვანეციანის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს თავიდანვე უნდა გადაედგათ სერიოზული ნაბიჯები და ინფექციის გავრცელება შეეჩერებინათ.

„სომხეთში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. არსებულ მდგომარეობას უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვება. ხელისუფლების პრობლემა ის არის, რომ ისინი არ იღებენ კრიტიკას და ოპოზიციას გარკვეული დავალებების შესრულებაში ადანაშაულებენ“, – აღნიშნა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, არტურ ვანეციანმა.