სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
სომხური მედიის ინფორმაციით, არგიშტი კიარამიანის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა მოაწერა ხელი.
სომხური მედია წერს, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობის შემსრულებლად მიკაელ ამბარცუმიანი დაინიშნა.