სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი სამცხე-ჯავახეთში შეხვედრებს გამართავს
სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი სამცხე-ჯავახეთში შეხვედრებს გამართავს

საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი სამცხე-ჯავახეთს ესტუმრება. ელჩი შეხვედრებს ახალციხესა და ახალქალაქში გამართავს.

რუბენ სადოიანი რეგიონს 19 მარტს ეწვევა და 15:00 საათზე, შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში გამართავს. 20 მარტს ელჩის შეხვედრა ახალქალაქში მერიის შენობაში, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან 12:00 საათზეა დაგეგმილი.

21 მარტს კი ელჩი ნინოწმინდაში გაემგზავრება და 12:00 საათზე მერიაში, ნინოწმინდის მერიის წარმომადგენლებს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კონსულის მიღებაც.

სომხეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რუბენ სადოიანი, საქართველოში სომხეთის ელჩად 2017 წლის 31 ოქტომბერს, სომხეთის პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა.