სომხეთის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, აზერბაიჯანის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგები 3 000-ს აჭარბებს
სომხეთის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, აზერბაიჯანის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგები 3 000-ს აჭარბებს

სომხეთის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, აზერბაიჯანის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგები 3 000-ს აჭარბებს.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჯარისკაცების უმრავლესობა ნეიტრალურ ზონაში დაიღუპა.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ სასტიკი ბრძოლები მთიანი ყარაბაღის სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე მიმდინარეობს, სადაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დიდი რაოდენობით სამხედრო ძალებს მოუყარა თავი, სომხურმა შენაერთებმა კი, მოწინააღმდეგის წინსვლა შეაჩერეს.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ტაქტიკური რაკეტა „ტოჩკა უს“ გამოყენების ფაქტს უარყოფს.