სომხეთის ცესკო – საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 58.97% შეადგინა

21:25, 07.06.2026

7 ივნისს სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნების დახურვის დროისთვის (20:00 საათზე) ამომრჩეველთა აქტივობამ 58.97% შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხმის მიცემის უფლებით 1 476 597-მა მოქალაქემ ისარგებლა.

„20:00 საათის მდგომარეობით, სომხეთის არჩევნებში 1 476 597 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. აქტივობამ 58.97% შეადგინა“,- განაცხადეს კომისიაში.

შედარებისთვის, 2021 წლის 20 ივნისს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 49.41%-მა, რაც 1 281 911 ამომრჩეველს შეადგენდა.

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს გაიმართა.

მსგავსი