სომხეთის ცესკო-ს ოფიციალური შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა
სომხეთის ცესკო-ს ოფიციალური შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ გაიმარჯვა.

ფაშინიანის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 53.91 პროცენტი მოიპოვა, რაც პარლამეტნში 71 მანდატს ნიშნავს.

ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა „სომხეთი“ 21.9 პროცენტი მიიღო. მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, არტურ ვანეციანის ბლოკმა „მაქვს პატივი“ კი არჩევენებში ამომრჩეველთა 5.22 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. არჩევნებში მონაწილე დანარჩენმა პარტიებმა ბარიერი ვერ გადალახეს.

სომხეთის ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს.