სომხეთის ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, ხმების 80%-ზე მეტია დათვლილი, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას 50.07 პროცენტი აქვს
სომხეთის ცესკო-ს განახლებული მონაცემებით, დილის 08:00 საათისთვის დათვლილია ხმების 80%-ზე მეტი, ანუ მილიონ 298 ათას 251 ხმა.
მართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს 50.07%-ით. მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 23.33%-ით. მესამე ადგილს იკავებს ბლოკი „სომხეთი“ 9.83%-ით. პარტია „აყვავებულ სომხეთს“ 4.03% აქვს. დანარჩენი პარტიები 4%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავენ.
სულ არჩევნებში ხმა დააფიქსირა 1 476 597-მა ამომრჩეველმა.
სომხეთის კანონმდებლობით, თუ სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობა არ შედგება, 28 დღეში იმართება მეორე ტური. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს ორი პარტია, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.