სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ელექტრონული ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა, რომლითაც ფაშინიანის პარტია ლიდერობს

23:57, 07.06.2026

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ელექტრონული ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, შედეგები ცესკო-ს თავმჯდომარემ, ვაანგ ომაკიმიანმა წარადგინა.

მედიის ინფორმაციით, ელექტრონული ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა რაოდენობა 537-ს შეადგენდა, მათგან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 410-მა ადამიანმა. ბათილად გამოცხადდა 22 ბიულეტენი.

ხმები ასე გადანაწილდა: სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ მოიპოვა 330 ხმა, ბლოკმა „ძლიერმა სომხეთმა“ და პარტიამ „ერთიანობის ფრთებმა“ – 13-13 ხმა, ბლოკმა „სომხეთმა“ კი – რვა ხმა.

მსგავსი