სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ამ დროის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია 54.7%-ით ლიდერობს
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ამ დროის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია 54.7%-ით ლიდერობს

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 7.96%-ის დამუშავების შემდეგ, 355 საარჩევნო უბნის შედეგები გამოაქვეყნა.

ამ დროის მონაცემებით, მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს 54.7%-ით (63 264 ხმა). მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 21.66%-ით (25 052 ხმა). მესამე ადგილს იკავებს ბლოკი „სომხეთი“ 8.89%-ით (10 278 ხმა). მეოთხე ადგილზეა „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც 5.22% (6 038 ხმა) მიიღო. მეხუთე პოზიციაზეა „ერთიანობის ფრთები“ 2.38%-ით (2 757 ხმა).

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს გაიმართა.