სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტი გამოდის ინიციატივით, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა აეკრძალოთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემებში არიან ჩართული
სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტი გამოდის ინიციატივით, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა აეკრძალოთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემებში არიან ჩართული

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა აეკრძალოთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არჩევნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემებში არიან ჩართული.

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარემ, არტურ ნააპეტიანმა სომხეთის იუსტიციის მინისტრს, სრბუი გალიანს მიმართა თხოვნით, დაიწყოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის პროცესი.

როგორც „არმენპრესიიუწყება, ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია: „საარჩევნო პროცესების კანონიერების უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ მიზნით ანტიკორუფციულმა კომიტეტმა წინასწარ შეაჯამა 2026 წლის ეროვნული კრების არჩევნების წინა პერიოდში გამოვლენილი საარჩევნო კორუფციული დანაშაულების საქმეებთან დაკავშირებული გამოძიებების მონაცემები, განსაზღვრა ამ დანაშაულების განხორციელების მექანიზმები და ის გარემოებები, რომლებიც მათ ჩადენას უწყობდა ხელს. ამის საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარემ სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს მიმართა თხოვნით, ინიცირებული იყოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც აღმოფხვრის დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობ გარემოებებს და მომავალში მინიმუმამდე დაიყვანს გამოვლენილი დანაშაულებრივი სქემების გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის, იმ პოლიტიკური ძალების საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის აკრძალვის გზით, რომლებიც მსგავს სქემებთან არიან დაკავშირებულნი“.