სომხეთის ახლად არჩეული პარლამენტი პირველ სხდომას დღეს გამართავს
სომხეთის ახლად არჩეული პარლამენტი პირველ სხდომას დღეს გამართავს

სომხეთის მეშვიდე მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს. აღნიშნული გადაწყვეტილება სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტმა იმავე დღეს მთავრობის ხელმძღვანელი უნდა დანიშნოს.

სომხეთის პარლამენტის ფორმირება 2018 წლის 9 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად მოხდა. სომხეთის ახალ პარლამენტში 132 დეპუტატი იქნება. მმართველმა ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ 88 მანდატი მიიღო, „აყვავებულმა სომხეთმა“ და „ნათელმა სომხეთმა“ 26 და 18.

პარლამენტის პირველ სხდომაზე მთავრობის სტრუქტურის ცვლილების კანონპროექტს განიხილავენ. ასევე, დღის წესრიგშია მინისტრების რაოდენობის 17-დან 12-მდე შემცირება.