სომხეთი და აზერბაიჯანი ვითარების ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ვითარების ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად სამი სომეხი სამხედრო დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ დანაკარგია აზერბაიჯანის მხარესაც. შეტაკებები საზღვარზე ამ დრომდე გრძელდება. სომხური მხარე ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანს აკისრებს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის ხელისუფლება ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მისამართით ინტენსიური ცეცხლი გახსნაში სომხეთს ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, დაშავებულია ორი აზერბაიჯანელი სამხედრო.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, სომხეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის ესკალაციაზე“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.