სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებენ

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დეფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ გასული ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები დასახლებული პუნქტების მისამართით იერიშს განაგრძობდნენ.

სომხური მედიის ცნობით, საარტილერიო ცეცხლი გახსნეს მარტუნისა და ასკერანის რაიონების სოფლების მიმართულებით. სომხური მხარის განცხადებით, დარტყმები განხორციელდა დასახლებულ პუქნტებზე, ასევე ახლომდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში და მის მიმდებარედ შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მხარეს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებები ღამის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა.

აზერბაიჯანის თავდაცის უწყების ცნობით, მოწინააღმდეგე მხარემ აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანის ძალებმა კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიები გააფართოვეს. აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ განადგურებულია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის დიდი რაოდენობა.