სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციებში ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციებში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციებში ადანაშაულებენ.

სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ 6 აგვისტოს შუადღის შემდეგ, აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები სომხეთის პოზიციებს ერასხას რაიონში ესვრიან. ადგილობრივების ინფორმაციით, სროლის დაწყებამდე აფეთქების ხმა გაისმა და სასაზღვრო ზონაში ხანძარი გაჩნდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს უთხრა, რომ აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის პროვოკაციებს შესაბამისი პასუხი გასცა. აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა კონფლიქტის დასრულების შემდეგ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.