სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციებში ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციებში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციებში ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი სომეხი ჯარისკაცი აზერბაიჯანელ მესაზღვრეს თავს დანით დაესხა და ჭრილობები მიაყენა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომეხი სამხედროები რეგულარულად იყენებენ სხვადასხვა საშუალებებს აზერბაიჯანის ტერიტორიებისთვის ეკოლოგიური ზიანის მიყენების მიზნით.

სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანის გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა შოშის და მხითარაშენის მიმართულებით სომხური არმიის პოზიციებს და დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს.