სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის გახსნაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის გახსნაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის გახსნაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხური მხარის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რეგიონში დაძაბული ვითარება იყო. რამდენიმე ადგილას საარტილერიო დაბომბვა განხორციელდა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არმია ვითარებას აკონტროლებს. აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით კი რეგიონში ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობდა და აზერბაიჯანის არმიამ მოწინააღმდეგის ორი ტანკი და რამდენიმე ერთეული ტექნიკა გაანადგურა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარი ვითარებას აკონტროლებს.