სომხეთი აზერბაიჯანს სტრასბურგის სასამართლოში უჩივის
სომხეთი აზერბაიჯანს სტრასბურგის სასამართლოში უჩივის

სომხეთის ხელისუფლებამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც სომხური მედია წერს, ოფიციალური ერევანი აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში 44-დღიანი ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევებში ადანაშაულებს.

კერძოდ, სომხური მხარე აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისა და სომხეთის მცხოვრებთა სიცოცხლის უფლება, ასევე წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის, ხელშეუხებლობის, საკუთრების, პირადი ცხოვრების, განათლებისა და სხვა უფლებები.

როგორც გამოცემა „ნიუს ამი“ წერს, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის ხელისუფლების მიერ წარდგენილი პირველი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი.