სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო აშშ-ის საელჩოები შეშფოთებას გამოთქვამენ

12:45, 21.07.2021

შეერთებული შტატების საელჩოები ბაქოსა და ერევანში შეშფოთებას გამოთქვამენ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო.

„აშშ-ის საელჩო შეშფოთებულია აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის სადარაკ-ერახსის მონაკვეთის სიახლოვეს მომხდარი ინციდენტების გამო. ორივე მხარეს მოვუწოდებთ, სწრაფად და მშვიდად მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია და შექმნან სივრცე არსებითი მოლაპარაკებების განახლებისთვის“, – ნათქვამია ბაქოსა და ერევანში მდებარე აშშ-ის საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი