სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული დაძაბულობის გამო აშშ შეშფოთებას გამოთქვამს
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული დაძაბულობის გამო აშშ შეშფოთებას გამოთქვამს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა.

აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი.

სალივანის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის არსებულ არადემარკირებულ საზღვარზე სამხედრო გადაადგილებები უპასუხისმგებლო და პროვოკაციულია. ამასთან, იგი საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, ფაშინიანსა და ალიევს შორის კომუნიკაციას მიესალმება.