სომხეთ-ამერიკული ერთობლივი წვრთნების ფარგლებში, ერევანში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი დაეშვა
სომხეთ-ამერიკული ერთობლივი წვრთნების ფარგლებში ერევანის აეროპორტში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების KC-135R-ის ტიპის ორი თვითმფრინავი დაეშვა.
ამის შესახებ სომხური მედია წერს.
ჟურნალისტების ცნობით, 12 აგვისტოდან 20 აგვისტომდე სომხეთში დაგეგმილია სამხედრო წვრთნები, რომელშიც ამერიკელი და სომეხი ჯარისკაცები მიიღებენ მონაწილეობას.
საუბრია წვრთნებზე სახელწოდებით Eagle Partner-ი, რომლის მიზანია სომეხი სამხედროების მომზადება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის.
წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის სამშვიდობო ქვედანაყოფები, აშშ-ის სახმელეთო ძალები ევროპასა და აფრიკაში, ასევე კანზასის შტატის ეროვნული გვარდია.