სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია შობის დღესასწაულის საზეიმო მსახურებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია შობის დღესასწაულის საზეიმო მსახურებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია შობის დღესასწაულის საზეიმო მსახურებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში 5 იანვარს, საღამოს 17:00 საათზე აღევლინება ჭრაგალუიცის წმინდა წირვა, რომელსაც დაესწრება საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი.

ჭრაგალუიცის წმიდა წირვა წელიწადში ორჯერ – ქრისტეშობისა და აღდგომის დღესასწაულებზე – აღევლინება. სომეხთა ეკლესიის კალენდრის თანახმად, ქრისტეშობის წინა ერთი კვირა მარხვაა. შობის ბრწყინვალე დღესასწაული იწყება 5 იანვარს საღამოს და გრძელდება შუაღამის შემდეგ.

5 იანვრის საღამოს ყველა სომხურ ეკლესიაში აღევლინება ნათლისღების ჭრაგალუიცი და საღმრთო ლიტურგია. „ჭრაგალუიც“ ნიშნავს სანთლის დანთებას. ამ დღეს, საღამოს, ეკლესიაში დანთებული სანთლები ხალხს შინ მიაქვს. ის ღვთაებრივი ნათლის, ეკლესიის კურთხევის სიმბოლოა. ჭრაგალუიცი ასევე განასახიერებს ბეთლემის ვარსკვლავის სინათლეს, რომელიც მოგვებს წარუძღვა ყრმა იესოსკენ. 6 იანვარს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია ზეიმობს იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს.

სომეხთა ეკლესია ამ ორ მოვლენას ერთად აღნიშნავს. დილით სომხურ ეკლესიებში აღევლინება წმინდა წირვა, რის შემდეგაც სრულდება წყალკურთხევა – იესოს ნათლისღება (ხალხური ტრადიციის მიხედვით, ჯვარს წყალში შთაფლავენ). საშობაო წმინდა წირვა სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში დაიწყება 6 იანვარს, 10:30 საათზე. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიის მწირველი იქნება საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი. არქიმანდრიტ კირაკოსის საპატიო წინამძღოლობით, საღმრთო ლიტურგიის დასასრულს შესრულდება წყალკურთხევის რიტუალი და ეკლესიის ჯვრის ნათლია ღირსეული სომეხი მამულიშვილი ქრისტიანი გახდება.

დატოვე კომენტარი