სომეხთა სამოციქულო ეკლესიის სურბ ეჩმიაძინის ტაძარში სააღდგომო წირვა დაიწყო
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის სურბ ეჩმიაძინის ტაძარში სააღდგომო წირვა დაიწყო

ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს სომეხთა სამოციქულო ეკლესია.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის სურბ ეჩმიაძინის ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ​სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„ჩვენ მრევლს ვუსურვებ, რომ მისდიონ ქრისტეს სახარებას და ამ სახარებით იცხოვრონ გაძლიერებული სულით და სიკეთით.ასევე ვულოცავ ბზობის დღესასწაულს ქართველ ერს, უფლის მადლი არ მოკლებოდეთ მათ. საქართველოში ცხოვრობენ სომხები და ქართველები გვერდიგვერდ, ძმურად და ღმერთმა ქნას, რომ ქვეყანაში მუდამ შვიდობა იყოს”,- განაცხადა ვაზგენ მირზახანიანმა.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმიდა აღდგომის დღესასწაულს ახალი სტილით, ანუ გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავს.