სომეხთა სამოციქულო ეკლესია 6 იანვარს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს

17:30, 05.01.2020

თბილისის სურბ ეჯმიაძინის ეკლესიაში ამ წუთებში საშობაო ჭრაგალუიცის და შობა-ნათლისღების წმინდა წირვა აღევლინება. წირვას საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარი, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი აღავლენს.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს 6 იანვარს ზეიმობს.

6 იანვარს დილით სომხურ ეკლესიებში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება, რის შემდეგაც სრულდება წყალკურთხევა – იესოს ნათლისღება.

საშობაო წირვა სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში 10:30 საათზე დაიწყება. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიის მწირველი, ასევე,  იქნება საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.

მსგავსი