სომეხმა სამართალდამცველებმა სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს
სომეხმა სამართალდამცველებმა სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს

სომეხმა სამართალდამცველებმა დააკავეს სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც ეწინააღმდეგება სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკას, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მანქანაში ჩაჯდომამდე მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, რომ მას ვერც დაპატიმრება და ვერც სხვა რამ ვერ შეაჩერებს.

„ბოროტო, მისმინე, რასაც უნდა აკეთებდე, ცოტა დაგრჩა“, – თქვა მან ფაშინიანისადმი მიმართვისას.

სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშის თანახმად, სომხური ოპოზიციური მოძრაობის, „წმინდა ბრძოლის“ ლიდერს ბრალი ედება ტერორისტული თავდასხმების მომზადებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში.