სომეხი გულშემატკივარი უკმაყოფილოა – საქართველოსთან ასეთი მარცხი სირცხვილია, გვეგონა, შეხვედრა თბილისში ჩატარდა #1TVSPORT

15:12, 21.03.2025

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩის წაგების (0:3) შემდეგ გამოქვეყნებულ ფოტოზე ადგილობრივი გულშემატკივრები კომენტარებში წერენ, რომ თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს, მატჩი თბილისში გაიმართა და არა – ერევანში.

„სომხეთს ადვილად შეეძლო უფრო დიდი სხვაობით წაეგო. სულ მეშინოდა, როცა ჩვენი ფეხბურთელები ერთმანეთს ბურთს აწვდიდნენ. თავდამსხმელებიც შიშით თამაშობდნენ“…

„სომხეთის ნაკრების ისტორიაში ეს ყველაზე ცუდი გუნდია – სირცხვილია“…

„ეს არ იყო დამარცხება, ძალიან შევრცხვით“…

„არაერთი ჩვენი „პატრიოტის“ მიერ გაყიდული ბილეთების წყალობით, ტრიბუნების თითქმის ნახევარი ქართველებს ეკავათ. ასე გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ნაკრები“?

„ნამდვილი გულშემატკივარი ქართველები იყვნენ, რომელთა ხმა მთელი თამაშის განმავლობაში ისმოდა. ასეთი გულშემატკივრობა დიდი ბედნიერებაა“…

„წაგებისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ ჩვენი გუნდის მხრიდან არაადეკვატური მიდგომა დავინახეთ – 0 თამაში 0 ქმედება“…

„თითქოს, შეხვედრა საქართველოში ჩატარდა. მათთვის დაჯავშნილი ტრიბუნების გარდა სხვაგანაც ისხდნენ. ეს იყო სირცხვილი“…

ამ თამაშმა აჩვენა, რომ ქართველები ევროპულ ფეხბურთს თამაშობენ, ჩვენ კი რუსული ფეხბურთის ასლი ვართ“…

„ქართველი გულშემატკივრები ერთხმად მღეროდნენ და ფეხბურთელებს ამხნევებდნენ. ჩვენ კი მხოლოდ ტაშს ვუკრავდით, სიმღერა კი არ ისმოდა“.

მსგავსი