სომალიში ტერაქტს 76 ადამიანი შეეწირა

17:24, 28.12.2019

სომალიში ტერაქტის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დედაქალაქ მოგადიშუში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი პიკის საათის დროს, ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტთან ამოქმედდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა რეგიონში ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბაბი“ მოქმედება და თავდასხმებს საკმაოდ ხშირად ახორციელებს.

მსგავსი