სომალიში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

02:04, 29.12.2019

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 90-ს გადააჭარბა. საკონტროლო გამშვებ პუნქტთან დანაღმული სატვირთო ავტომობილი აფეთქდა.

როიტერის ინფორმაციით, სომალიში მსგავსი მასშტაბის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად მოხდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმრავლესობა სტუდენტია.

ქვეყანაში შაბათი სამუშაო დღეა და აფეთქება დილით, პიკის საათის დროს მოხდა. თავდასხმას ასევე ემსხვერპლა პოლიციის 17 თანამშრომელი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა მოგადიშუს მერმა აფეთქებაში ისლამისტურ დაჯგუფება ალ-შაბააბს დასდო ბრალი.

მსგავსი