სომალიში ევროკავშირის მისიის ავტოკოლონას თავს დაესხნენ - დაღუპულია სამი ადამიანი
სომალიში ევროკავშირის მისიის ავტოკოლონას თავს დაესხნენ - დაღუპულია სამი ადამიანი

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ევროკავშირის მისიის ავტოკოლონაზე თავდასხმა განხორციელდა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, დაღუპულია სამი ადამიანი.

ინციდენტი ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ინდუსტრიულ უბანში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო მოთავსებული, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა.

ავტოკოლონაში იტალიელი სამხედროები იმყოფებოდნენ. დაღუპულები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ასევე დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და ერთი ქალი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ალ-შაბააბმა“ აიღო.