სომალიში აფეთქების შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა
სომალიში აფეთქების შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა

სომალიში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, საგზაო გზაჯვარედინზე დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სამთავრობო კოლონის წინააღმდეგ იყო მიმართული. სამთავრობო კოლონაში პოლიცის უფროსი ფარჰან ქაროლეც იმყოფებოდა, რომელიც თავდასხმას გადაურჩა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. აღსანიშნავია, რომ მსგავს აფეთქებებს ტერორისტული დაჯგუფება „ალ შაბაბი“ ახორციელებს, რომელიც მთავრობის დამხობას და ქვეყანაში ისლამური შარიათის მკაცრი კანონების დაწესებას გეგმავს.

დატოვე კომენტარი