სომალიში აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა

15:19, 22.07.2019

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე სასტუმროსთან აფეთქებისას შვიდი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ალ-შაბააბმა“ აიღო.

დაშავებულთა შორის 17 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველთა ცნობით, აფეთქება მოგადიშუს აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოხდა.

მსგავსი