სომალიში აფეთქებების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა
სომალიში აფეთქებების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

სომალიში აფეთქებების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია რამდენიმე ათეული პირი. მათი ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია.

ექიმების ცნობით, დაშავებულების ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია. France-presse-ის ინფორმაციით, თავდასხმა აფრიკული ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბაიდოაში მოხდა.

პირველი აფეთქების ხმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ერთ-ერთ რესტორანში გაისმა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კაფეში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდასხმის ობიექტები ქალაქში ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე იყო განთავსებული. ამასთან რესტორანსა და კაფეს ყოველთვის ბევრი კლიენტი ჰყავდა, ამიტომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ქვეყანაში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-შაბააბმა აიღო.