სომალიში ააფეთქეს ავტობუსი, რომელსაც ფეხბურთელები გადაჰყავდა

20:04, 30.07.2021

სომალის საპორტო ქალაქ კისმაიოში ააფეთქეს ავტობუსი, რომელსაც ფეხბურთელები გადაჰყავდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილია ხუთი სპორტსმენი.

არსებული მონაცემებით, დაშავებულია 12-ზე მეტი ადამიანი. კიდევ რამდენიმე მოთამაშეს ეძებენ.

ჯერ უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ აფეთქება ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ მიერ იყოს მოწყობილი.

მსგავსი