სომალის სანაპიროსთან ახლოს მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო ტანკერი დააკავეს
სომალის სანაპიროსთან ახლოს მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო ტანკერი დააკავეს

სომალის სანაპიროსთან ახლოს მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო ტანკერი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ხომალდის მენეჯერის განცხადებით, ამ დროისთვის ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდ არის და ისინი მეკობრეებს ერთ სივრცეში ჰყავთ განთავსებული.

მედიის ცნობით, ტანკერ Hellas Aphrodite-ს საწვავი გადაჰქონდა და ის ინდოეთიდან სამხრეთ აფრიკისკენ მიემართებოდა, რა დროსაც თავს მეკობრეები დაესხნენ.

საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Diaplous-ში აცხადებენ, რომ ევროკავშირის საზღვაო ძალები დატყვევებული 24 მეზღვაურისა და გემის დახსნას შეეცდებიან.

როგორც მედია წერს, სომალელი მეკობრეების დაჯგუფებების თავდასხმები ბოლო წლებში შედარებით შემცირდა, მაშინ როდესაც რამდენიმე წლის წინ ისინი ადენის ყურისა და ინდოეთის ოკეანეში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ.