სომალის დედაქალაქში, სამხედრო ბაზასთან აფეთქების შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა

15:07, 08.08.2020

სომალის დედაქალაქში, მოგადიშუში, სამხედრო ბაზასთან ძლიერი აფეთქება მოხდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა , 14 კი დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა სამხედრო დაჯგუფება შაბაბმა აიღო.

მსგავსი