სომალის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა
სომალის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა

სომალის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქების ადგილს ამჟამად კვამლი ფარავს.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ჰოვლავდაგის რაიონში, სავარაუდოდ, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. შედეგად ადგილობრივი მთავრობის შენობა განადგურებულია. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ ცნობა არ ვრცელდება, თუმცა თვითმხილველები ყვებიან, რომ მსხვერპლთა შორის არიან ბავშვებიც.