სომალის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა
სომალის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ძლიერი აფეთქება მოხდა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი შრომის სამინისტროსთან ახლოს ამოქმედდა, რასაც მალევე სროლის ხმები მოჰყვა. ცოტა ხანში, მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი აფეთქება განხორციელდა.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა  ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.