სომალის დედაქალაქში აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა
სომალის დედაქალაქში აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, ეროვნული დაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტოსთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელ ტერორისტს უკავშირდება. როგორც ცნობილია, აფეთქება ერთ-ერთი ჩაის სახლში მოხდა, რომელიც ხალხმრავალი ქუჩების კვეთაზე მდებარეობს.

ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.