სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ტერორისტმა კაფეში თავი აიფეთქა
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ტერორისტმა კაფეში თავი აიფეთქა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში თვითმკვლელმა ტერორისტმა კაფეში თავი აიფეთქა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

თავდასხმა ქალაქის ცენტრში, მოგადიშოს საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სანაყინე კაფეში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა უსაფრთხოების ძალები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის უკან რეგიონში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ დგას.