„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკიაერს მიაჩნია, რომ მადრიდის „რეალიდან“ გარეთ ბეილის შეძენა მიზანშეწონილი არ არის, – იტყობინება „ივნინგ სტანდარდი“.
წყაროს ინფორმაციით, 46 წლის სპეციალისტი „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობის გაახალგაზრდავებას აპირებს. ბეილს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.
„ტრანსფერმარკტი“ ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებს.