„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი ამბობს, რომ მისი გუნდის შემტევი ფილოსოფია არ შეიცვლება და გამოყენებულ იქნება ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში ტოტენჰემთან. ამის შესახებ „წითელი ეშმაკების“ ოფიციალური საიტი იტყობინება.
„თამაში 13 იანვარს გაიმართება. ყველამ იცის პრემიერლიგის საუკეთესო კლუბების ვინაობა და „მანჩესტერმაც“ უნდა გაითავისოს მათი ძლიერი მხარეები. მაგრამ მე გამზარდეს მხოლოდ შემტევი ფეხბურთისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ძალა შეტევაშია. წინ უნდა წავიდეთ და შევუტიოთ. ჩვენ არ გვექნება ძალიან ბევრი საგოლე მომენტი. ამიტომაც, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ბურთზე კონტროლი დავაწესოთ და შანსები გამოვიყენოთ“, – ციტირებს ნორვეგიელის სიტყვებს „მანჩესტერის“ ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ჩემპიონატში 38 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.