სოლსკიაერი - კმაყოფილი ვარ, თუმცა ჯერ არაფერი მოგვიგია
სოლსკიაერი - კმაყოფილი ვარ, თუმცა ჯერ არაფერი მოგვიგია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ ოლე-გუნარ სოლსკიაერის თქმით, მიუხედავად პრემიერლიგის ბოლო მატჩებში ნაჩვენები კარგი შედეგებისა, მის გუნდს ჯერ-ჯერობით არაფრისთვის მიუღწევია.

„მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ გუნდი კარგ შედეგებს აჩვენებს და პროგრესირებს, თუმცა, მეორეს მხრივ, ჩვენ ამ სეზონში ჯერ არაფერი მოგვიგია. მომავალში წარმატებების მისაღწევად სრულყოფა და განვითარება უნდა განვაგრძოთ“, – მოჰყავს ნორვეგიელის სიტყვები „გოლს“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „იუნაიტედს“ ორი ტიტულის მოგების შანსი აქვს – ინგლისის თასის და „ევროპა ლიგის“.