„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა საკუთარი გუნდის ურუგვაელ თავდამსხმელ ედისონ კავანიზე ისაუბრა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„მისი მოძრაობები შთამბეჭდავია, კავანისგან ეს ყველა ფეხბურთელმა უნდა ისწავლოს, – მოჰყავს მანჩესტერელთა ნორვეგიელი დამრიგებლის სიტყვები yahoo.sport-ს, – ედისონს ზოგჯერ იმასაც კი ვთხოვ ხოლმე, რომ ამდენს ნუ დარბის.
კავანი ის თავდასმხმელია, რომელსაც დიდხანს ვეძებდით. ედისონი შესანიშნავად შეთამაშდა რეშფორდთან და გრინვუდთან“, – აცხადებს ოლე გუნარ სოლსკიაერი.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელები ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „სიტის“ მხოლოდ ორი ქულით ასწრებენ.